ძირითად ტექსტზე გადასვლა

ბოლო განახლება: 2026 წლის 26 ოქტომბერი

მომსახურების პირობები

ეს პირობები არეგულირებს KviriaAI-ით სარგებლობას. მომსახურების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით მათ.

1. მომსახურება

KviriaAI არის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი ქართული სამართლის საკითხებისთვის. მომსახურებას უზრუნველყოფს შპს კვირია ეიაი (საიდენტიფიკაციო კოდი 440402574).

2. არ არის იურიდიული კონსულტაცია

KviriaAI გაწვდით სამართლებრივ ინფორმაციას და გეხმარებათ სამართლებრივ კვლევაში. პლატფორმა არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას და არ ანაცვლებს ადვოკატსა თუ იურისტს.

პასუხები ხელოვნური ინტელექტის მიერ მზადდება და შეიძლება შეიცავდეს შეცდომას ან არასრულ ინფორმაციას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაამოწმეთ მითითებული წყარო და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ იურისტს.

3. ანგარიშები

პირადი ანგარიშის შექმნა შეგიძლიათ ელფოსტით ან Google-ის ანგარიშით. მომსახურებით სარგებლობისთვის უნდა იყოთ სულ მცირე 18 წლის.

პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებაზე და მასზე შესრულებულ ქმედებებზე. თუ ეჭვი გაქვთ, რომ ანგარიშზე უნებართვო წვდომა მოხდა, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.

ორგანიზაციის ანგარიშები იქმნება ორგანიზაციასთან დადებული ცალკე შეთანხმების საფუძველზე. ასეთი შეთანხმება ამ პირობებთან ერთად მოქმედებს და წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესია.

4. უფასო შეკითხვები და გადახდა

პირად ანგარიშზე დღეში 3 შეკითხვა უფასოა. თუ ფასიან დამატებით შეკითხვებს შემოვიღებთ, ფასს გადახდამდე ნახავთ და თქვენი თანხმობის გარეშე თანხას არ ჩამოგაჭრით.

ორგანიზაციების ფასი და გადახდის პირობები განისაზღვრება ორგანიზაციასთან შეთანხმებით.

5. მისაღები გამოყენება

აკრძალულია მომსახურების გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნით; სხვისი პერსონალური მონაცემების შეყვანა მათი დამუშავების უფლების გარეშე; უფასო ლიმიტის ან სხვა შეზღუდვების გვერდის ავლა; მომსახურების ავტომატიზებული მასობრივი გამოყენება, მისი კოპირება ან საწყისი კოდის აღდგენის მცდელობა; და მომსახურების ან სხვა მომხმარებლების მუშაობისთვის ხელის შეშლა.

ამ წესების დარღვევისას შეიძლება შევზღუდოთ ან შევაჩეროთ ანგარიში.

6. მომხმარებლის მასალები და მონაცემები

თქვენ მიერ შეყვანილ ტექსტსა და ატვირთულ მასალაზე უფლებები თქვენ გეკუთვნით. მომსახურების გასაწევად გვაძლევთ უფლებას, დავამუშავოთ აღნიშნული მასალები კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

პირად ანგარიშებზე მასალები შეიძლება გამოვიყენოთ მომსახურების გასაუმჯობესებლად, მათ შორის AI მოდელების განვითარებისთვის. ორგანიზაციების მასალები ამ მიზნით არ გამოიყენება.

პასუხისმგებელი ხართ, რომ გაქვთ უფლება, გაგვიზიაროთ მასალა, რომელსაც შეიყვანთ ან ატვირთავთ.

7. ჩვენი უფლებები

KviriaAI-ის პროგრამული უზრუნველყოფა, დიზაინი და სახელწოდება ჩვენ გვეკუთვნის. სამართლებრივი აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები საჯარო წყაროებიდან მოგვაქვს და მათზე საკუთრებას არ ვაცხადებთ.

8. ხელმისაწვდომობა და ცვლილებები

ვცდილობთ, მომსახურება შეუფერხებლად მუშაობდეს, თუმცა მომსახურების უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე გარანტიას ვერ ვიძლევით. შეიძლება შევცვალოთ, დავამატოთ ან შევწყვიტოთ ფუნქციები.

9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, არ ვაგებთ პასუხს არაპირდაპირ ზიანზე, მიუღებელ შემოსავალზე ან ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მხოლოდ KviriaAI-ის პასუხს დაეყრდნო. ჩვენი ჯამური პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ბოლო 12 თვის განმავლობაში თქვენ მიერ გადახდილი თანხით.

10. ანგარიშის დახურვა

ანგარიშის დახურვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ჩვენ შეიძლება დავხუროთ ან შევაჩეროთ ანგარიში ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში.

11. მარეგულირებელი სამართალი

ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. დავები განიხილება საქართველოს სასამართლოებში.

12. ცვლილებები და კონტაქტი

პირობების განახლებას ამ გვერდზე გამოვაქვეყნებთ და არსებითი ცვლილებების შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ. კითხვებისთვის მოგვწერეთ: contact@kviria.ai.

დასაწყისში დაბრუნება